შვეიცარიამ მსოფლიოში ყველაზე პატარა ოქროს მონეტა გამოუშვა, რომლის დიამეტრი 3 მილიმეტრზე ნაკლებია. მონეტაზე სახელგანთქმული ფიზიკოსის ალბერტ აინშტაინის ცნობილი ფოტოა აღბეჭდილი, სადაც მას ენა აქვს გამოყოფილი. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
შვეიცარიის ზარაფხანის (SwissMint) განცხადებით, მონეტის დიამეტრი 2.96 მილიმეტრს შეადგენს, წონა კი 0.063 გრამს. მონეტის ნომინალური ღირებულება მეოთხეი შვეიცარული ფრანკია (1/4 Swiss francs ($0.26).
როგორც იუწყებიან, ზარაფხანამ 999 ასეთი მონეტა გამოუშვა და მისი ღირებულება 199 შვეიცარული ფრანკი იქნება, რაც დაახლოებით 185 ევროა. მონეტებს სპეციალურ გამადიდებელ შუშებთან ერთად გაყიდიან, რათა შესაძლებელი გახდეს მისი სრულყოფილად დანახვა.