"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ამერკიელი კონკგრესმენების გზავნილი ხელისუფლებისთვის ძალიან დიდი განგაშის ზარია.
"ეს გზავნილი ხელისუფლებისათვის, ძალიან დიდი განგაშის ზარია. ჩემი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, არ მახსენდება რომელიმე სახელმწიფოს ასეთი დიპლომატიური ბომბარდირება, რომელსაც რაიმე ტიპის პრეტენზია ჰქონდეს დემოკრატიასთან.
ეს არის ძალიან დიდი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო იზოლაცია ემუქრება," - განაცხადა პარტია "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.