საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უნგრეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პროგრამა მინიმუმი შეასრულა და ჯგუფიდან გავიდა.
რევაზ ჩომახიძის გუნდმა პირველივე შეხვედრა სააფრანგეთს მოუგო (9:7) და ამით, ფაქტობრივად გაინაღდა პლეი ოფის საგზური. შემდეგ იყო მარცხი საბერძნეთთან (10:17) და იტალიასთან (6:18), თუმცა მთავარი მატჩი წინ არის: პლეი ოფში, რაც იგივე მერვედფინალია, საქართველოს ნაკრები რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
რუსეთთან გამარჯვების შემთხვევაში, რევაზ ჩომახიძის ნაკრები 1/4 ფინალში მასპინძელ უნგრეთს შეხვდება, ხოლო წაგების შემთხვევაში, მე-9 ადგილისთვის იბრძოლებს.
საქართველოს ნაკრების წყალბურთელები თამაშის წინ, ოპტიმისტურ განწყობაზე არიან. რუსეთთან ისტორიული მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე, დაიწყება.
პირდაპირ რეპორტაჟის ნახვა გულშემატკივრებს საქართველოს პირველ არხის ეთერით შეეძლებათ.