გუნდის დიდი ნაწილი ემხრობა, რომ კულტურის სფეროს ჰქონდეს ცალკე მენეჯმენტი და კოორდინაცია სამინისტროს სახით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხთან დაკავშირებით გუნდში განხილვები იყო.
"სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ვადასტურებ, რომ ნამდვილად იყო პარტიაში და პარლამენტის შიგნითაც განხილვები. პრინციპში, გუნდის დიდი ნაწილი ემხრობა, რომ კულტურის სფეროს ქონდეს ცალკე მენეჯმენტი, ცალკე მართვა და კოორდინაცია სამინისტროს სახით.
როდის იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, ეს არის პრემიერის პრეროგატივა. საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, მან უნდა მიმართოს პარლამენტს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.