მსოფლიოში ჩაის სხვადასხვა სახეობა არსებობს. ყოველ მათგანს ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების განსაზღვრული თვისება აქვს. ყველას განსაკუთრებით აინტერესებს, შესაძლებელია თუ არა ჩაის დახმარებით წონაში დაკლება? ახალი კვლევების თანახმად, ჩაის ზოგიერთი სახეობა ცხიმებს 10 პროცენტით ეფექტურად წვავს, ვიდრე ეს შეიძლება ფიზიკური ვარჯიშით მოხდეს. გასაგებია, რომ ჩაის დახმარებით სასურველი და სრულყოფილი სხეულის მიღება შეუძლებელია, მაგრამ, უბრალოდ, ხშირად დალიეთ ეს პოპულარული სასმელი, რისთვისაც ცხოვრების წესის შეცვლა აუცილებელი არ არის, სამაგიეროდ თქვენს დიეტას ის იდეალურად მოუხდება. შემოგთავაზებთ ჩაის ოთხ სახეობას, რომელიც ზედმეტი წონისგან გაგათავისუფლებთ.
თეთრი ჩაი
თეთრი ჩაი არამხოლოდ დახვეწილ და მსუბუქ გემოს ფლობს, ასევე, ძალიან სასარგებლოცაა. თეთრი ჩაი გადის მცირე გადამუშავების პროცესს, ვიდრე სხვა სახეობები. ამასთანავე, მასში შენარჩუნებულია მეტი კვებითი ნივთიერება და მიკროელემენტი, რომელიც ხელს უწყობს კილოგრამების დაკარგვას. თეთრი ჩაი აჩქარებს მეტაბოლიზმს. ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესების გარდა, ის მოქმედებს როგორც შარდმდენი საშუალება. ამის შედეგად კი ორგანიზმიდან ტოქსინები და შლაკები გამოიდევნება.
კოწახურის ჩაი
კოწახურის ჩაი ძალიან გემრიელია. ვიტამინებით მდიდარი და გამაჯანსაღებელი სასმელი კოწახურის მწიფე ნაყოფისა და ფოთლებისგან მზადდება. კოწახური აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, წარმოადგენს ნაღველმდენ საშუალებას, ხელს უწყობს სისხლისა და მთელი ორგანიზმის გაწმენდას, რაც აუცილებელია გახდომისთვის. ის, ასევე, მდიდარია ვიტამინებით, რომელიც საჭიროა მათთვის, ვინც დიეტას იცავს. კოწახური შეიცავს 29 კილოკალორიას. კოწახურის ჩაის გამოყენება რეკომენდებულია დღეში სამჯერ ორი კვირის განმავლობაში, შემდეგ აუცილებელია შესვენება.
ჩაი პუერი
პუერი ბალახის ჩაია, რომელიც შესანიშნავად დაეხმარება წონის დაკლების მსურველებს. ის გადამწიფებული ფოთლებისგან მზადდება და მოშავო ფერისაა. მას ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს: აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს მძიმე საკვების მონელებას. ეს ჩაი კარგად წმენდს ორგანიზმს, წვავს ცხიმებს და აქვეითებს მადას. თუ თქვენ პუერის დახმარებით ცდილობთ გახდომას, ჩაი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე უნდა დალიოთ.
ჩაი ულუნი (წითელი ჩაი)
ჩაი ულუნი სხვადასხვა თვისებას ფლობს: კლავს წყურვილს, ამაგრებს კბილებს, მატებს სიმხნევეს და ქმნის კარგ განწყობას.
ასევე, ეს ტრადიციული ჩინური სასმელი დაგეხმარებთ ფიგურის დახვეწაში, ასევე, შეიცავს უდიდესი რაოდენობით სასარგებლო ვიტამინსა და მიკროელემენტს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად სვამენ ამ ჩაის, სხეულისა და ცხიმის მასის ინდექსი, სხვებთან შედარებით, ნაკლები აქვთ. ულუნი, ასევე, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.