აბსოლუტურად დაკარგულია „ქართული ოცნება“ და არ ესმის, რომ ჩვენ გარშემო სამყარო შეცვლილია, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“.
გრიგოლ ვაშაძე ამერიკელი კონგრესმენის წერილს გამოეხმაურა, რომელიც მარკვეინ მალენმა გიორგი გახარიას გაუგზავნა.
მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება ვერ აღიქვამს რა მოდის ვაშინგტონიდან საქართველოსკენ.
„სრული შთაბეჭდილება იქმნება, რომ დღევანდელი ხელისუფლება ვერ აღიქვამს რა მოდის ვაშინგტონიდან საქართველოსკენ. მათთვის ნორმალური გახდა, ეს ფორმულირება - რიგითი კონგრესმენი. რიგითი კონგრესმენი არ არსებობს, ეს ადამიანები შეერთებული შტატების მოქალაქეების ხმას წარმოადგენენ. ეს ადამიანები კონგრესის მრავალი კომიტეტის წევრები არიან. ძალიან ხშირად ერთი ადამიანის ხმაზე არის დამოკიდებული კონკრეტული კანონპროექტის გასვლა. მეორე, 23 დეკემბრიდან, ბატონ კისინგერის განცხადებიდან დაწყებული და ბატონ მალენის განცხადებით დასრულებული და ის სარედაქციო სტატიები, რომელიც შეერთებული შტატების წამყვან გამოცემებში იბეჭდება, ერთპიროვნულად ადასტურებს, რომ საქართველოს მიმართ განწყობა შეცვლილია. მესამე, აბსოლუტურად დაკარგულია „ქართული ოცნება“ და არ ესმის, რომ ჩვენ გარშემო სამყარო შეცვლილია. ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ შეიძლება ჩვენ გამოგვიჩნდეს სერიოზული შესაძლებლობების ფანჯარა და ჩვენ მზად არ აღმოვჩნდეთ იმიტომ, რომ არ გყვავს ადეკვატური ხელისუფლება“, - განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ კონგრესმენმა მარკვეინ მალენმა პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ღია წერილი გაოუგზავნა. მარკვეინ მალინი საქართველოს პრემიერს წერს, რომ ქვეყანამ დემოკრატიულ ღირებულებებიდან გადაუხვია, ეკონომიკური მდგომარეობა კი შემაშფოთებლად გაუარესდა.
მალენამდე სენატორებმა ადამ კინზინგერმა და ჯერალდ კონოლმა გიორგი გახარიას წერილი გამოუგზავნეს. ამერიკელი კონგრესმენები შოკირებულნი არიან პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნით.