განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება - "წლის სპორტსმენი" გაიმართა.
დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაზე საუკეთესოები 11 ნომინაციაში ჯილდოვდებიან, ასევე დაწესებულია 10 სპეციალური პრიზი.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ნომინაციაში - 2019 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი სათამაშო სახეობებში, დააჯილდოვა საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები, რომელმაც ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური.
ასევე, მინისტრმა სპეციალური პრიზი გადასცა წლის საუკეთესო ვეტერან სპორტსმენს, ნონა გაფრინდაშვილს, რომელიც გასულ წელს ვეტერან მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.