საქართველო 2020 წლის ტურისტულ მიმართულებად დაასახელეს. ინფრომაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ავრცელებს.
"საქართველოს კიდევ ერთი გამარჯვება. საქართველომ გაიმარჯვა და დასახელდა 2020 წლის ტურისტულ მიმართულებად ჰელსინკიში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე", - დაწერა მარიამ ქვრივიშვილმა.