საქართველოს ნაკრებმა ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა საფრანგეთის ნაკრებთან გამართა.
რთულ, დაძაბულ და მნიშვნელოვან შეხვედრაში ქართველმა წყალბურთელებმა ფრანგები ანგარიშით 9-7 დაამარცხეს.
ქართველი წყალბურთელები კიდევ ორ თამაშს ჩაატარებენ: 16 იანვარს მსოფლიოს ორგზის პრიზიორ საბერძნეთთან და 18 იანვარს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ იტალიასთან.