სააკაშვილი უბრალოდ იმ ბედის ადამიანია, რომ საქართველოშიც ეშინია დაბრუნება ციხის შიშით - თქვა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას.
"მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილი აქამდე დიდი ხანია იყო მარგინალი და ბობოქარი, უკონტროლო ადამიანი. ის ახლა არის პრაქტიკულად ადამიანი, რომლის განცხადებებზეც კომენტარი ხშირად რთულია
მე სწორედ იმ მამას, რომელზეც ის საუბრობს, არ გავუზრდივარ ისე, რომ დავუბრუნო მას პასუხი, როგორც ეკადრება და მოვიკითხო მისი მამა, დედა.
ის არის კრიმინალი, მისჯილი აქვს სასჯელი და ის უბრალოდ იმ ბედის ადამიანია, რომ საქართველოშიც ეშინია დაბრუნება ციხის შიშით.
მშვიდობა არასდროს იყო სააკაშვილის ღირებულება, ადამიანი და მისი უფლებები არასდროს იყო მისი ღირებულება, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მისი განცხადებებით რაკი გამოძიება დაინტერესდა, ჩვენ მასზე და მის პიროვნებაზე აღარ უნდა დავკარგოთ კომენტირებისას ბევრი დრო", - თქვა თეა წულუკიანმა.