ბერლინში დასრულდა ლეგენდების ტურნირი ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თბილისის დინამოს ვეტერანთა გუნდმა და აღნიშნული ტურნირის ვიცე ჩემპიონიც გახდა.
ვითიბი ბანკის მხადაჭერით "თბილისის დინამომ" წარმატებით იასპარეზა და ჩატარებული 5 მატჩიდან 3 მოგებით დაასრულა.
ტურნირის ბომბარდირად და საუკეთესო ფეხბურთელად ალექსანდრე იაშვილი დასახელდა, მის ანგარიშზე 8 გატანილი გოლია. ტურნირის საუკეთესო მეკარეებად კი ორგანიზატორებმა დინამოელი გიორგი ლომაია და ბორუსიას გოლკიპერი რომან ვაიდენფელერი აღიარეს.
ლეგენდების ტურნირზე, "თბილსის დინამოს" შემადგენლობაში: კახი კალაძემ, ალექსანდრე იაშვილმა, ზურაბ ხიზანიშვილმა, გიორგი დემეტრაძემ, გიორგი ლომაიამ და სხვა ფეხბურთელებმა იასპარეზეს.