თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სეზონის გახსნა გადაიდო. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვასილ დავითაშვილმა განაცხადა, თეატრმა სეზონი შესაძლოა, მომავალ კვირას გახსნას.
რეაბილიტირებულ შენობაში თეატრი სეზონს პრემიერით გახსნის. ნაჩვენები იქნება სპექტაკლი „მშვიდობით ლომებო".
აღსანიშნავია, რომ თეატრის შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო ერთი წლის განმავლობაში წარმოდგენა არ გამართულა.