პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდეგ საავადმყოფოში გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ კარავს აღარ დადგამს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.
„იძულებული გავხდი, პირველად ამ 700 დღე-ღამის განმავლობაში ცოტათი დავისვენო და ძალა მოვიკრიბო. ბანერი პარლამენტში დროებითი კომისიის შექმნის მოთხოვნით, პარლამენტის წინ დაიდგმება. ეს ცხადია, ვინაიდან შესაფერისი ადგილი იქ არის. რაც შეხება კარავს, ვფიქრობ ადგილმდებარეობა შევუცვალო. კარავთან დაკავშირებით უფრო ფართო გეგმა მაქვს“, - წერს მაჩალიკაშვილი.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ განთავსებული კარვები თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა 31 დეკემბერს აიღეს.