შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების მიზეზი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის "ალ-ყუდსის" ქვედანაყოფის მეთაურის ყასემ სულეიმანის მკვლელობა გახდა.
გენერალი სულეიმანი დონალდ ტრამპის ბრძანებით 3 იანვარს, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, ამერიკული სარაკეტო იერიშის შედეგად მოკლეს.
მომდევნო დღეებში ვაშინგტონმა და თეირანმა ერთმანეთს რამდენიმე მუქარის შემცველი გზავნილები გადასცეს.
ირანის ხელმძღვანელობამ გენერლის მკვლელობის გამო შურისძიების პირობა დადო, ხოლო ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკას მიზანში 52 ირანული ობიექტი აქვს ამოღებული.
ვითარება აშშ-სა და ირანს შორის ასე დაძაბული 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ არ ყოფილა, თუმცა პირდაპირი სამხედრო შეტაკება მოსალოდნელი არ არის.
ირანში კარგად იციან, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო პოტენციალს მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს.
2019 წლის მონაცემებით, შეერთებული შტატები 6 185 ბირთვულ ქობინს ფლობს, რომელთაგან 1750 მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაშია.
ქვემოთ წარმოდგენილ ინფოგრაფიკაში შედარებულია აშშ-ისა და ირანის სამხედრო პოტენციალი. ინფორმაცია სრულყოფილი არ არის და მხოლოდ ღია წყაროებს ეყრდნობა.
წყარო: Deutsche Welle