რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პარალელურად პოლიცია მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს აჩერებს იდენტიფიცირებისთვის. ასევე, მომიტინგეების თქმით, შსს-ს წარმომადგენლის მხრიდან დაიწერა შესაბამისი ოქმებიც.
თავისუფლების მოედანზე, პოლიციამ პროტესტის რამდენიმე მონაწილეს სამედიცინო პირბადე ჩამოართვა, დალუქა და ოქმი შეადგინა