რუსეთმა დნიპროპეტროვსკის ოლქში მდებარე ნახშირის მაღაროზე იერიში მიიტანა.
დონბასის თბოენერგეტიკული კომპანიის ინფორმაციით, თავდასხმის დროს მიწის ქვეშ 192 ადამიანი იმყოფებოდა. ამჟამად მაღაროელების ევაკუაცია მიმდინარეობს.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ეს ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთის ძალების მიერ ნახშირის ობიექტებზე მეოთხე მასშტაბური თავდასხმაა.
„გათბობის სეზონის დაწყების წინ, მტერმა კვლავ დაარტყა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს. თავდასხმის დროს, მიწის ქვეშ 192 მაღაროს თანამშრომელი იმყოფებოდა. ჩვენი კოლეგების ევაკუაცია გრძელდება. ეს არის მეოთხე მასშტაბური მტრის თავდასხმა დონბასის თბოენერგეტიკული კომპანიის ნახშირის ობიექტებზე ბოლო ორი თვის განმავლობაში,“ - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.