საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.
ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის თქმით, გამსახურდიას თურქეთში გადაყვანის გადაწყვეტილება საქართველოში მყოფმა თურქმა ექიმებმა მიიღეს.
მისივე თქმით, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.
ცოტნე გამსახურდია თბილისში, 19 დეკემბერს დაჭრეს.