რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ვრცელი ჩამონათვალი ქვეყნებისა, რომელთა ლიდერებსაც ვლადიმერ პუტინი დამდეგ ახალ წელს ულოცავს.
პუტინი დამდეგ ახალ წელს ულოცავს საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, მათ შორის, დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტებს.
ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ საქართველოს, უკრაინის, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტები.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ჩამონათვალი შესაძლოა განახლდეს და რამდენიმე ქვეყნის ლიდერიც დაემატოს.