შეწყალების თხოვნა დავწერე გუშინ საღამოს, მაგრამ ბრალი არ ვაღიარე, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა პრესკონფერენციაზე..
მისი თქმით, ის პირველივე დღეს ამბობდა, რომ იმყოფებოდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
"ჩემი პოზიცია თავიდანვე იყო ის, რომ არ დამიტოვებია საქართველოს საზღვარი. ვიცი, როგორ ხდება საზღვრის კვეთა და პირველივე დღეს ვეუბნებოდი, რომ მე ვიყავი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სასჯელი, ერთი წელი და ცხრა თვე, მომისაჯეს იმის გამო, რასაც ვამბობდი.
მე ვამბობდი, რომ ვიმყოფებოდი საქართველოში. თავიდან ვიყავით სამსაწოლიან ოთახში ოთხნი, სამი დღით. შემდეგ ვიყავი იზოლატორში და სასამართლოს შემდეგ ვიყავი ერთადგილიანში. დამოკიდებულება იყო ნორმალური, ჩვეულებრივი. არავითარი ზეწოლა ან ცუდი დამოკიდებულება მე იქ არ დამინახავს, ადგილობრივებისგანაც არავითარი აგრესია არ ყოფილა", - ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი.