მიზეზი, რატომაც გადავედი, იყო პაციენტის ნახვა, მის გვარს ვერ ვიტყვი, შეექმნება პრობლემა - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, როცა დააკავეს, თქვა რომ ეკლესიის ნახვა უნდოდა.
"მთავარი მიზეზი იყო ჩემი პაციენტის ნახვა, მაპატიეთ, ვერ ვიტყვი მის გვარს, ვერც იმას, სად ცხოვრობდა, რადგან ალბათ, შეექმნება იმ ადამიანს პრობლემა. პაციენტის სანახავად წავედი, დახმარება ნაკლებად შეიძლება ითქვას, მაგრამ უკვე იქ, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვიტყოდი მის გვარს, როცა დამაკავეს რუსეთის სასაზღვრო ნაწილებმა, იქ ვუთხარი მიზეზად, რომ ეკლესიის ნახვა მინდოდა", - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.