მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი სიტუაცია, - განაცხადა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
„არ ველოდებოდი, რომ დღეს ეს მოხდებოდა. ვიცოდი, რომ 31-ში იყო სააპელაციო სასამართლო, რომელზეც მართალი რომ გითხრათ, თავს ვიკავებდი. ჯერ ემოციებით ვარ დატვირთული და ცოტა რთულია, რამე გითხრათ. პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი სიტუაცია - მთავრობას, პარლამენტს, პოლიციას უშიშროება, ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს და იმ ადამიანებს, ვინც ამ დროის განმავლობაში გვერდით მედგნენ“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.