გორში, სტალინის სახელმწიფო მუზეუმის კომპლექსის შემადგენლობაში არსებულ სტალინის პირად ვაგონ-სალონს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
შესაბამისი ბრძანება, რომელიც 2019 წლის 16 დეკემბრით არის დათარიღებული, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლზ ანთიძემ გამოსცა.
გორში სტალინის მუზეუმი 1951 წელს გაიხსნა. მუზეუმში წარმოდგენილია იოსებ სტალინის პირადი ვაგონი, რომლითაც ის 1941 წლიდან მგზავრობდა, მათ შორის თეირანისა და იალტის კონფერენციებზე.
ვაგონი მუზეუმს ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზამ საჩუქრად 1985 წელს გადასცა.