საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქრისტეშობას ულოცავს მათ, ვინც ამ დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს.
"ვულოცავ ყველას, ვინც 25 დეკემბერს ზეიმობს ქრისტეშობის დღესასწაულს.
სიახლის, სიკეთისა და სიყვარულის დღესასწაული მშვიდობის, ბედნიერების და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის", - აღნიშნულია პრემიერს-მინისტრის მილოცვის ტექსტში, რომელსაც საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ქრისტიანული სამყარო, მათ შორის კათოლიკური მრევლი და მართლმადიდებლური მრევლის უდიდესი ნაწილი ქრისტეშობას 25 დეკემბერს აღნიშნავს. საქართველოს ეკლესია, რუსეთის, უკრაინის, სერბეთისა და პოლონეთის ეკლესიებთან ერთად ქრისტეშობას 7 იანვარს ზეიმობს.