"გაუქმებულია გაუქმებულია" - ამ წარწერით "ქართული ოცნების" ოფისთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პარტიის ოფისთან ყვავილების გვირგვინი მიიტანეს წარწერით - "გაუქმებულია გაუქმებულია".
აქციის მონაწილეთა თქმით, ამ ფორმით ისინი "ფეისბუქის" მიერ ყალბი ანგარიშების აღმოჩენასა და წაშლას ეხმიანებიან და სახელმწიფოს მხრიდან ფაქტზე გამოძების დაწყებას ითხოვენ.