"საქართველოს რკინიგზა" მგზავრებს აფრთხილებს. კომპანიის ინფორმაციით, ხარაგაულის გადასარბენზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის გამო 24 დეკემბერს, ერთი დღით, მსვლელობიდან იხსნება მატარებელი № 12/11 (18/17) თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთი.
ასევე საგარეუბნო ელექტრომატარებელი №6448/6447 - ხაშური - ზესტაფონი და №635/636 ქუთაისი-საჩხერე.
25 დეკემბრიდან ზემოაღნიშნული მატარებლები აქამდე არსებული განრიგით იმოძრავებენ.
"ყველა იმ პირს, ვინც აღნიშნულ რეისებზე შეიძინა სამგზავრო დოკუმენტი, საშუალება აქვთ ბილეთები დააბრუნონ "საქართველოს რკინიგზის" ნებისმიერ სალაროში. ბილეთის საფასური 100% ანაზღაურდება", - აცხადებენ "საქართველოს რკინიგზაში".