ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახნენ. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ადგილზე მაშველები და სამართალდამცველები იმყოფებიან. მათი დახმარებით ხდება დაშავებულების ავტომობილიდან გადმოყვანა.
შსს ინფორმაციით, გამოძიება 276 მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.
აჭარაში 9 თვეში 2555 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის დროს სულ 23 ადამიანი დაიღუპა, 580 კი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, საქართველოში იანვრიდან-სექტემბრის ჩათვლით 31 622 ავარია იყო.