ამ ეტაპზე, კონსულტაცია არავისთან არ გვაქვს. ყველა სიახლეს ახალი წლიდან მოგაწვდი, - განაცხადა პოლიტიკური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, პარტიისთის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ძალა, რომელიც დღეს მიმოფანტულია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ეს პოტენციალი შეკრიბოს.
„გიორგი კვირკაშვილი არაჩვეულებრივი ადამიანია, ის არის ძალიან დიდი აქტივი ჩვენი ქვეყნის, დიდი გამოცდილებით, მისი ბოლო განაცხადი ერთად მოვისმენთ ყველამ – იგი დღეს არის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი და უახლოეს ხანში პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს. თუ დააპირებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მას დაველაპარაკებით“, – აღნიშნა ხაზარაძემ.
დღეს ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დაფუძნდა. პარტიის თავმჯდომარეა მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი კი ბადრი ჯაფარიძეა. პარტიის დამფუძნებლები ასევე არიან „შენების მოძრაობისა“ და „ახალი მემარჯვენეების“ წევრები.