საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 12:35 საათზე დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ექვს კილომეტრში იყო და მისი სიმძლავრე 3.0 მაგნიტუდას შეადგენდა.