ბათუმში, პუშკინისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში, ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორაციით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება საჭირო არ გახდა. დაზიანდა ორივე ავტომობილი.