ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ერთობლივ პროექტს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს აცნობენ.
კონფერენცია სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ამ წუთებში მიმდინარეობს.
ოპოზიციური პარტიების პროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის 75 წევრი უნდა აირჩეს ერთიანი პარტიული სიით, პროპორციული სისტემით. 75 დეპუტატი - პროპორციული სისტემით, რეიგონული სიებით. ამომრჩეველთა სიების შედგენა უნდა მოხდეს ბიომეტრული პარამეტრების შემცველი პირადობის მოწმობების საფუძველზე.
არჩევნების დღეს ხმის მიცემა უნდა მოხდეს ბიომეტრული პირადობის მოწმობებით. ყველა საარჩევნო უბანზე უნდა დამონტაჟდეს ვიდეოთვალი. არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის დაწყებისა და მისი დასრულების შემდეგ საუბნო კომისიის ბეჭდებზე უნდა გაკეთდეს თითო საკონტროლო ნაკვეთური. ხმების დათვლის დროს კი კეთდება ბიულეტინების სკანირებული ასლები, რომლებიც შემდეგ ინახება კომპიუტერის მეხსირებაში.
ამ ასლების ელეტქრონული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციისათვის.
რაც შეეხება საარჩევნო დავების განხილვას, დავების განსახილველად სააპელაციო სასამართოში იქმნება მოსამართლეთა ჯგუფი, საარჩევნო დავების განსახილვბელად შეიქმნება კოლეგიები, მოსამართლის და ოთხი საარჩევნო მსაჯულის შემადგენლობით.
საარჩევნო მსაჯულების ძირითაი ნაწილი შეირჩევა კვალიფიციური პოლიტიკური პარტიებისა და სათანაოდ პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს. ცესკო კომპლექტდება 7 კვალიფიციური სუბიექტის მიერ. პარიტეტის დაცვით.
ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრების შერჩევაზე და ვაკანტურ ადგილებს იკავებენ ის კანდიდატები, რომელთაც საგამოცდო ტესტებში ყველაზე მაღალი ქულები ექნებათ. ოპოზიციირ პროექტის მიხდევით, ყველა კვალიფიციურ პარტიას საარჩევნო უბანზე ეყოლება წარმომადგენლები, რომლებიც საუბნო კომისიის წევრთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ შემდეგ პროცედურებში. ყუთთან დგომა, ბიულეტენის გაცემის პროცედურები, ხმის დთვლის პროცედურა, რეგისტაციაში გაატარებენ საარჩევნო ადმინისტრაციაში შემოსულ საჩივრებს, საოლქო და ცენტრალურ კომისიებში მიიღებენ და რეგისტრაციაში გაატარებენ შემაჯამებელ ოქმებს.
ცნობისათვის, აღნიშნულ პროექტზე ეროვნული ფორუმი, კონსერვატიული პარტია, რესპუბლიკური პარტია, ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები, საქართველოს გზა, ახალი მემარჯვენეები, ქრისტიან დემოკრატები და ხალხის პარტია ერთობლივად მუშაობდნენ.
დღევანდელ შეხვერდას, ზემოთ ხსენებული პარტიების ლიდერებთან ერთად, არასამთავრობო და სხვადახვა საერთაშორისო ორაგნიზაციების წარმომადგენლები, ასევე, ქართველი ექსპერტები და იმყოფებიან.