"ამ სისტემის დედაც!" - შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მდუმარე აქცია დაიწყო, რომლის ორგანიზატორიც სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიაა.
მდუმარე აქცია 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას ეძღვნება, რომელმაც პოლიციაში 2-დღიანი დაკითხვების შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა. მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ. ოჯახის ცნობით, ბიჭს "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.
ფოტო: ტაბულა