მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა შსს-ის შენობასთან მდუმარე აქცია გამართეს და სკამი და მერხი მიიტანეს. მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისთის, ნოდარ რუხაძის თქმით, ეს სოლიდარობის აქტი განკუთვნილია იმ ოჯახისა და 15 წლის მოზარდისთვის, რომელიც გახდა სისტემის მსხვერპლი.
15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ის კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
სირაძემ თავის ყოფილი სასწავლებლის, "მწვანე სკოლის" კედლებზე "უცენზურო" წარწერები გააკეთა.
მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, იმავე დღეს, 17 დეკემბერს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილების გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. გამოძიება ჩოლოიანს სსკ-ის კოდექსის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას - ჩვენების მიცემის იძულებას ედავება.
ფოტო: ნოდარ რუხაძე.