დღეს, 4 ოქტომბერს, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
საქართველოს ცხოველთა უფლებების კომიტეტი და უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აწყობს აქციას "გამკაცრდეს კანონები ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ".
ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე დაწესებულია 1931 წლის 4 ოქტომბერს აშშ-ში, ბუნების დამცველთა მიერ საერთაშორისო კონგრესზე. ამ დღეს აღნიშნავს მსოფლიოს ცივილიზირებული ყველა ქვეყანა. ბევრ ქვეყანაში ამ დღეს იმართება აქციები ცხოველთა დაცვის მოთხოვნით.
ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნეს თბილისშიც, ვაკის პარკის მთავარი შესასვლელთან და პირველი გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე.