დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ მეორის ძვირფასეულობის ღირებულება, მსოფლიოში არსებული სხვადასხვა ინდექსების მიხედვით, დაახლოებით 380 მლნ ფუნტს შეადგენს.
ელისაბედ II მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი მონარქია. მის პირად კოლექციაში შედის უძვირფასესი სამკაულები, მანქანები, ხელოვნების ნიმუშები.
ქონება, რომელსაც ბრიტანეთის დედოფლის მფლობელობაში ბრიტანელი ერის საკუთრებად ითვლება და შესაბამისად, მას მისი განკარგვის ან გასხვისების უფლება არ აქვს.
საიმპერატორო გვირგვინი/The Imperial State Crown
საიმპერატორო გვირგვინი გაერთიანებული სამეფოს საგანძურის უმთავრესი სამკაულია და ის მონარქის სუვერენობის სიმბოლოს წარმოადგენს. გვირგვინი 1937 წელს მეფე ჯორჯ მეექვსის კორონაციისთვის დაამზადეს.
გვირგვინი მთლიანად მორთულია ბრილიანტებით, მათ შორის კულინანის ალმასით, საფირონის, ზურმუხტისა და მარგალიტის თვლებით.
საიმპერატორო გვირგვინს, რომელიც დაახლოებით 3 კილოგრამს იწონის, გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი სუვერენი პარლამენტის ყოველწლიური გახსნისას გამოიყენებს.
ბირმული ლალის ტიარა/Burmese Rubies
ელისაბედ მეორე ბირმული ლალის ტიარით, პირველად, საზოგადოების წინაშე 1977 წლის 30 მაისს კოვენტ გარდენში გამართულ სამეფო ღონისძიებაზე წარსდგა. ლალით შემკული დიადემა დედოფალს ბირმელმა ხალხმა კორონაციის თარიღის აღსანიშნავად უსახსოვრა.
ვლადიმირის ტიარა/The Grand Duchess of Vladimir of Russia Tiara
ვლადიმირის ტიარა, რომელიც ეკუთვნოდა რუსეთის დიდ ჰერცოგინიას მარია რომანოვას. დიადემა დედოფალმა მერიმ, ელისაბედ მეორის ბებიამ, შეიძინა 1921 წელს 28 000 ფუნტად. ტიარა, რომელიც ცნობილი იუველირის, კარლ ედუარდ ბოლინის მიერაა დამზადებული, შემკულია ბრილიანტებით და 15 უზარმაზარი მარგალიტით.
ბრაზილიური აკვამარინის ტიარა/The Brazilian Aquamarine Parure Tiara
ბრაზილიური ტიარა ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას სამკაულად ითვლება სამეფო კოლექციაში. ის დედოფალს ბრაზილიის პრეზიდენტმა და ბრაზილიელმა ხალხმა კორონაციის თარიღის აღსანიშნავად უსახსოვრა.
დედოფალ ალექსანდრას ტიარა/Queen Alexandra's Kokoshnik Tiara
თავდაპირველად, ტიარა უელსის პრინცესას ალექსანდრას ეკუთვნოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ტიარა მის რძალს, დედოფალ მერის გადაეცა, რომელმაც თავის მხრივ, ტიარა დედოფალ ელისაბედ მეორეს უანდერძა.
სამეფო დიადემა/The State Diadem
დიადემა დამზადდა მეფე ჯორჯ მეოთხისთვის, რომელიც დედოფალ ვიქტორია ბიძა იყო. ტრადიციისამებრ, დიადემას დედოფლები და დედოფალი-კონსორტები პარლამენტის ყოველწლიური გახსნის ცერემონიისას გამოიყენებენ.
საფირონისა და ბრილიანტის ვიქტორიანული დიადემა/The Victorian Suite of Sapphire and Diamond Set
დიადემა 1850 წელს დამზადდა. მოგვიანებით ის მეფე ჯორჯ მეექვსემ თავის ქალიშვილ, ტახტის მემკვიდრე ელისაბედს საქორწინო საჩუქრად მიუძღვნა. დიადემა ბრილიანტისა და საფირონის თვლებითაა მოოჭვილი.