ერეკლე კუხიანიძის განცხადებას ჩემთვის მიუღებელია, - ასე ეხმიანება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ოკუპანტების მიერ დატყვევებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მისამართით თბილისის საკრებულოს დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის კომენტარს, რომელმაც ექიმსა და მის ოჯახს პროვოკატორები უწოდა და აგინა.
წულუკიანის თქმით, სახელმწიფო მობილიზებულია და ყველა რესურსს იყენებს ექიმის ოჯახში დასაბრუნებლად.
"ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს და ძალისხმევის უპრეცენდენტო მობილიზებაა, მესმის, რომ ყველანი ვართ ნერვებზე, მაგრამ ნერვები არ არის ის რაც შეიძლება ჩვენ გამოვიყენოთ. ეს ადამიანი რაც შეიძლება მალე უნდა დავუბრუნოთ ოჯახს, ქვეყანას და კლინიკას. რაც შეეხება ერეკლე კუხიანიძის განცხადებას ჩემთვის მიუღებელია," - აღნიშნა თეა წულუკიანმა მედიასთან.