5-7 ოქტომბერს საქართველოს აშშ-ის მაუწყებელთა მმართველი საბჭოს წევრები ვიქტორ ეში, დენის მულჰაუპტი და რადიო თავისუფალი/ევროპა რადიო თავისუფლების პრეზიდენტი ჯეფრი გედმინი ეწვევიან.
როგორც რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის თბილისის ბიუროში განაცხადეს, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.
6 ოქტომბერს, რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროში ჯეფრი გედმინის პრესკონფერენცია გაიმართება, ხოლო 7 ოქტომბერს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგება მისივე საჯარო ლექცია თემაზე: „თავისუფალი მედიის როლი დემოკრატიულ პროცესში".
მასალის გამოყენების პირობები