სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაში საქართველოდან გასულ მოქალაქეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თითოელ ქართველს სამშობლოს გარეშე არ უნდა შეეძლოს არსებობა, საქართველო ლუკმა-პურის გამო არ უნდა დატოვოს.
ილია II ემიგრანტებს საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
"საქართველო მხოლოდ ჩვენი მიწა არ არის, ეს უფრო მეტია, ეს არის ჩვენი ფესვები. აქ ტრიალებს დიდი მადლი ღვთისა. ერის დიდი ნაწილი მიდის უცხოეთში. რა უნდა გააკეთოს იმ ერმა, რომელიც მცირერიცხოვანია. თითოეულმა ჩვენგანმა, უნდა შეესისხლხორცოს თავის სამშლობლო, თავის სამშობლოს ნაწილი უნდა იყოს. სამშობლოს გარეთ არ უნდა შეეძლოს თავისი არსებობა. ქართველმა საქართველო ლუკმა-პურისთვის არ უნდა დატოვოს. ასეთი ადამიანი უფრო მეტს კარგავს, ვიდრე იძენს. ქართველები აგზავნიან მცირეწლოვან შვილებს უცხოეთში სასწავლებლად. ჯერ არ არის დამტკიცებული ადამიანი სულიერებაში კულტურაში და ის მიდის სულ უცხო ქვეყანაში, სადაც ოფიციალურია ურთიერთებია", - იქადაგა პატრიარქმა.
პატრიარქმა დღეს რამდენიმე გვარი და ხანდაზმულთა პანსიონატში მცხოვრები ასაკოვნებიც დალოცა.