დღეს, 3 ოქტომბერს, ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი საკონცერტო შესრულებით ზაქარია ფალიაშვილის "დაისს" წარმოადგენს.
ფალიაშვილის ოპერას რევაზ ტაკიძე უდირიჟორებს.
მთავარ პარტიებს ნინო ჩაჩუა, ელენე ჯანჯალია, გიორგი მახარაძე, ბესიკ გაბიტაშვილი, გია ასათიანი, თამაზ საგინაძე შეასრულებენ.