თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის გასვლითი კონცერტი ბორჯომში, უამინდობის გამო, გადაიდო.
"ბორჯომქალაქობის" ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილ გალა-კონცერტზე უნდა შესრულებულიყო ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, ჯოაკინო როსინის, ჯუზეპე ვერდის, ჟორჟ ბიზეს, ჯაკომო პუჩინის, პიეტრო მასკანის, დიმიტრი ფალიაშვილის ნაწარმოებები.
ბორჯომის დასასვენებელ პარკში, ღია ცის ქვეშ, გალა-კონცერტი, სავარაუდოდ, 7 ოქტომბერს გაიმართება. კონცერტს თბილისში მოწვეული იტალიელი დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო წარუძღვება.