საფრანგეთის დედაქალაქში, ელისეს სასახლეში, 3-წლიანი პაუზის შემდეგ, სრული შემადგენლობით მიმდინარეობს "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრა.
სამიტის ფარგლებში ერთმანეთს ხვდებიან საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები და გერმანიის კანცლერი.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირველად ხვდება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. ორი ქვეყნის პრეზიდენტი ერთმანეთს პირისპირაც შეხვდება.
უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკი შეხვედრაზე მოითხოვს, რუსეთს მხარემ ახალ წლამდე გაათავისუფლოს სამხედრო ტყვეებიდა შეწყდეს ცეცხლი უკრაინის აღმოსავლეთით.
სამიტის ჩატარებამდე მხარეები შეთანხმდენ ე.წ. "შტაინმაიერის ფორმულის მიღებაზე".
"შტაინმაიერის ფორმულა" დონბასში კონფლიქტის დარეგულირების კომპლექსური გეგმაა, რომელიც დონბასის რეგიონისთვის [უკრაინის იურისდიქციის ქვეშ] განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას გულისხმობს, მას შემდეგ რაც ამ ტერიტორიაზე ეუთოს დაკვირვების ქვეშ არჩევნები გაიმართება.
ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე ეს სტატუსი დროებითი იქნება, ეუთოს მიერ არჩევნების შედეგების აღიარების შემდეგ კი სტატუსი მუდმივი გახდება.