ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ელექტრონულ მომსახურებაზე გადადის. შემოსავლების სამსახურის მომსახურების ვებგვერდი www.rs.ge მომხმარებელს 100 სახის ელექტრონულ მომსახურებას სთავაზობს.
ვებ-გვერდი გადამხდელს შესაძლებლობას მისცემს ოფისიდან გაუსვლელად განახორციელოს შემდეგი ოპერაციები: საბანკო ანგარიშების შესახებ ცნობის მიღება, არასწორედ შევსებული ანგარიშ-ფაქტურის გაუქმება, ვიდეო კოდექსი, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმება, საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის მიღება, ქონებაზე ყადაღის მოხსნა და სხვა.
ვებგვერდის პრეზიეტაცია სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" 4 ოქტომბერს 16 საათზე გაიმართება. პრეზენტაციას საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.