აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს მას შემდეგ, რაც ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მისი შეხვედრა ფიასკოდ გადაიქცა.
ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
რუბიომ ასევე ეჭქვეშ დააყენა, ნამდვილად სურს თუ არა უკრაინის ლიდერს მშვიდობა.
"მას [ზელენსკის] არ სჭირდებოდა იქ წასვლა და ანტაგონისტობა.
როცა ამის შესახებ აგრესიულად საუბრობთ - და პრეზიდენტი გარიგებების ოსტატია, ის მთელი ცხოვრება გარიგებებს დებდა - ასე ხალხს მოლაპარაკების მაგიდასთან ვერ დასვამ. ამიტომ იწყებ იმის აღქმას, რომ შესაძლოა ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმება არც კი სურდეს. ის ამბობს, რომ უნდა, მაგრამ იქნებ სინამდვილეში არ უნდა“, - თქვა რუბიომ.
რუბიოს თქმით, ზელენსკის შეეძლო ხელი მოეწერა შეერთებულ შტატებთან მინერალური რესურსებზე შეთანხმებისთვის ხუთი დღის წინ, მაგრამ "დაჟინებით მოითხოვდა ვიზიტს ვაშინგტონში".
სახელმწიფო მდივანმა დაადანაშაულა ზელენსკი ოვალური კაბინეტში მომხდარ კამათში და თქვა, რომ დიდი შეცდომა იყო „ჩვენთვის ლექციების წაკითხვა იმის შესახებ, თუ როგორ არ იმუშავებს დიპლომატია“.