"მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან - "ხელიდან გვეცლება მიწები".
"მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას.
ხელიდან გვეცლება მიწები. ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს. მთელს საქართველოში გაავრცელეთ ეს სურვილები და გადავარჩინოთ საქართველო", - განაცხადა ილია მეორემ.
ქადაგების ტექსტს "პირველი არხი" ავრცელებს.