53 წლის ასაკში რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა. ინფორმაცია „ჯი-ეიჩ-ენს“ ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.
რეჟისორის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.
ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი ზაზა ურუშაძე კინოაკადემიის პრეზიდენტი 2013 წელს გახდა. 2019 წლის სექტემბერში მან საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია „ბოლო გასეირნება“ (2012) და „მანდარინები“ (2013). 2018 წელს ფილმი „მანდარინები“, რომელსაც საერთაშორისო ფესტივალების 15-ზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული, კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზამ (IMDb) ყველაზე პოპულარული ფილმების სიაში შეიტანა.