შეერთბული შტატების პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა თეთრი სახლი საშობაოდ მორთო. ვიდეო მელანიასა და თეთრი სახლის მიკორბლოგ Twitter-ზე გამოქვეყნდა.
"თეთრ სახლში ამერიკის სული ანათებს", - დაწერა მელანიამ.
საახალწლო მორთულობის მთავარი ფერები თეთრი და წითელია.
თეთრ სახლში დგას საშობაო ნაძვის ხეები. რეზიდენციაში ასევე ნახავთ სან ფრანცისკოს ხიდის "ოქროს კარიბჭის", თეთრი სახლისა და თავისუფლების ქანდაკების მაკეტებს.
თეთრი სახლის მწვანე ოთახში არის Advent-კალენდრები. კიბეები მორთულია წიწვოვანი გირლიანდებით, რომლებსაც მწვანე ბაფთები ამშვენებს. მთავარ სასადილო ოთახში ბუხარი დეკორირებულია წითელი ვარდებით.
თეთრი სახლის მთავარი საშობაო ნაძვის ხე პენსილვანიის შტატიდან პრეზიდენტის რეზიდენციაში 25 ნოემბერს ჩაიტანეს. მას მელანია ტრამპი დახვდა, 2018 წელს ამ ცერემონიაში დონალ ტრამპიც მონაწილეობდა.
ნახეთ როგორ რთავდნენ თეთრ სახლს საახალწლოდ წლების განმავლობაში
ფრანკლი დელანო რუზველტი ოჯახთან ერთად, 1939 წელი
დუაიტ ეიზენჰაუერი ოჯახთან ერთად, 1960 წელი
რონალდ და ნენსი რეიგანები, 1983 წელი
ბარბარა ბუში, 1991 წელი
თეთრი სახლი ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას, 1998 წელი
თეთრი სახლი ჯორჯ ბუში უმცროსის პრეზიდენტობისას, 2004 წელი
ლორა ბუში, 2004 წელი
თეთრი სახლის საახალწლო დეკორაციები ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას
2011 წელი
2011 წელი
2012
2013 წელი
2016 წელი
2016 წელი
2016 წელი
თეთრი სახლის საახალწლო დეკორაციები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას