ბიძინა ივანიშვილი იძირება და გადაწყვიტა, ჩაძიროს საქართველოც, - ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
მისი თქმით, ივანიშვილს უნდა არეულობა და აწყობს დესტაბილიზაცია.
"ახლა ხომ ყველასთვის საბოლოოდ გასაგები გახდა, რომ მას უნდა არეულობა და აწყობს დესტაბილიზაცია და ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა. ჩვენ იმდენი წელი დაგვაკარგინა ამ არსებამ, რომ საერთოდ არა გვაქვს დასაკარგი დღე. ჩვენ ახლა როგორც არასდროს, გვჭირდება სიმშვიდე, მაგრამ შეტევა, მშვიდი შეტევა მთელი ფრონტით. ჩვენ ვართ ძალიან ბევრი და ძალიან ძლიერები. ჩვენ ვართ ამაყი ერის, ამაყი შვილები“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.