3 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი თბილისში ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში საკონცერტო შესრულებით წარმოადგენს ზაქარია ფალიაშვილის "დაისს". იმავე დღეს ხოლო ბორჯომის დასასვენებელ პარკში, ღია ცის ქვეშ, თეატრის ორკესტრი და სოლისტები გალაკონცერტს გამართავენ.
კონცერტზე ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, ჯოაკინო როსინის, ჯუზეპე ვერდის, ჟორჟ ბიზეს, ჯაკომო პუჩინის, პიეტრო მასკანის, დიმიტრი ფალიაშვილის ნაწარმოებები. სცენაზე თეატრის ორკესტრთან ერთად იქნებიან ოპერის სოლისტები _ ელდარ გეწაძე, ლიანა კალმახელიძე, არმაზ დარაშვილი, ირინე თაბორიძე, ასევე იტალიაში მოღვაწე მამუკა ლომიძე და თბილისის კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტის სტუდენტი ირაკლი მურჯიკნელი. კონცერტს წარუძღვება დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო. აღნიშნული კონცერტი იმართება ბორჯომქალაქობის ეგიდით.
თბილისელ მსმენელს კი ოპერის თეატრის გუნდი, ორკესტრი და სოლისტები "დაისს" შესთავაზებენ. მთავარ პარტიებს შეასრულებენ ნინო ჩაჩუა, ელენე ჯანჯალია, გიორგი მახარაძე, ბესიკ გაბიტაშვილი, გია ასათიანი, თამაზ საგინაძე. ფალიაშვილის ოპერას რევაზ ტაკიძე იდირიჟორებს.