ვაგრძელებ ბრძოლას, რათა თითოეული ქართველის ცხოვრება იყოს უკეთესი და უფრო დაცული. შესაბამისად, არ განვიხილავ, დღეის მდგომარეობით, რაიმე გაერთიანებაში გაწევრიანებას, - ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ საზოგადოებრივ მოძრაობა „ლელოში“ შესაძლო გაწევრიანების საკითხზე დასმულ შეკითხვას.
დოლიძის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა სამოქალაქო საკითხი და დღეის მდგომარეობით, რაიმე გაერთიანებაში გაწევრიანებას არ განიხილავს.
„ძალიან დიდი ხანია, ვიბრძვი დამოუკიდებელი სასამართლოსთვის, დიდი ხანია ვიბრძვი, რომ თქვენ, ყველას, იმ ხალხს, ვინც პოლიტიკურად აქტიურია, საკუთარი უფლებები დაცული ჰქონდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის სხვადასხვა სამოქალაქო საკითხი. ამ ამპლუაში ვრჩები ჯერჯერობით და ვაგრძელებ ბრძოლას, რათა თითოეული ქართველის ცხოვრება იყოს უკეთესი და უფრო დაცული. შესაბამისად, არ განვიხილავ, დღეის მდგომარეობით, რაიმე გაერთიანებაში გაწევრიანებას“ ,- განაცხადა ანა დოლიძემ.