სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში დღეს ტირძნისიდან გატაცებული ბავშვების მშობლებს შეხვდება.
როგორც ჟურნალისტებს ტუღუშმა განუცხადა, მათ მიაწვდის ინფორმაციას, რომ ყოველდღიურად აქვს კონტაქტი ევროკავშირის ადამინის უფლებათა დაცვის კომისართან და ბავშვების შესახებ ინფორმაციას აწვდის.
ტუღუში იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში ბავშვები გათავისუფლებულები იქნებიან.
საქართველოს სახალხო დამცველი ტირძნისში 18:00 საათისთვის ჩავა.