დღეიდან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების ტესტირების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.
შედეგების ნახვა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერზე - online.naec.ge
ამ დროისთვის, ცნობილია ქართული ენისა და ლიტერატურის (VII-XII), მათემატიკის (VII-XII), ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ქიმიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ისტორიის, ფიზიკისა და უცხოური ენების გამოცდების შედეგები.
ეტაპობრივად გამოქვეყნდება სხვა საგნებში მიღებული შედეგებიც.
მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება ყველა საგნის შედეგები, აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ სააპელაციო განცხადებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართონ.